ახალი ბიზნეს მოდელის დანერგვიდან რვა თვეში „ბიბლუსმა“ რიგით მესამე ფრენშაიზ მაღაზია გახსნა.
ფილიალი ავჭალის რაიონში, ლიბანის #19-ში მდებარეობს. 4 ივლისს, გახსნასთან დაკავშირებით, მაღაზიაში მისულ სტუმრებს სრულ ასორტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლება დახვდებათ.
როგორც „ბიბლუსი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაგნიძემ ახალი ფრენშაიზ ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, დახვეწოს პარტნიორების მხარდაჭერის პროცესი, რათა მათ ბიზნესში წარმატებას მიაღწიონ.
მისივე თქმით, განსაკუთრებით რეგიონების მასშტაბით ახალი ფრენშაიზ მაღაზიების გახსნა მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ მცირე ბიზნესის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის, არამედ წიგნებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვისაც.
„ადგილობრივი კომპანიების მიერ ფრენშაიზის დანერგვა, ორი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი: პირველი - შენ აზიარებ შენს წარმატებულ პროდუქტს და ხალხს აძლევ შესაძლებლობას, სარგებელი მიიღონ და მეორე - შენი კომპანიისთვის ქმნი ქსელის სწრაფი განვითარების შესაძლებლობას“, - აღნიშნა ირაკლი გაგნიძემ.
აღსანიშნავია, რომ „ბიბლუსის“ პირველი ფრენშაიზ მაღაზია თბილისში 2022 წლის ოქტომბერში საბურთალოზე (ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია), მამასახლისოვის 2ბ-ში გაიხსნა, მეორემ კი ფუნქციონირება 2023 წლის ივნისში, ი. სუხიშვილის #36-ში დაიწყო.
კომპანია აგრძელებს ახალ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს და მალე წიგნის მოყვარულებს ახალ ფილიალებს შესთავაზებს.
„ბიბლუსი“ საქართველოში წიგნების მაღაზიის ყველაზე ფართო ქსელია, რომლის მიზანია, წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს. „ბიბლუსი ჯგუფი“ ბაზარზე უკვე 15 წელია ოპერირებს და წიგნის მაღაზიათა ქსელის გარდა აერთიანებს სათამაშოების მაღაზიებს - „პეპელას“, „XS Toys-ს“, მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეებს - „მულტის“ და კაფეების ქსელს „პიატოს“. კომპანია საქართველოში 125 სავაჭრო სივრცეს ფლობს და ამ ეტაპზე 3 ფრენშაიზითაა წარმოდგენილი.
(R)