„ვივამედთან“ აქცია დასრულდა - მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს საქართველოსა და უკრაინის დროშებით მიესალმა

კლინიკა “ვივამედთან” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია დასრულდა.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა აქცია “ვივამედის” შესასვლელთან გამართეს, შემდეგ კი იმისთვის, რომ უფრო ახლოდან მიეწოდებინათ მესამე პრეზიდენტისთვის ხმა, კლინიკის გვერდითა შესასვლელთან გადაინაცვლეს, სადაც საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები გააჟღერეს.

ამასთან, მხარდამჭერებს “კლინიკის” პალატიდან მიხეილ სააკაშვილი მიესალმა.

მან ფანჯრიდან საქართველოსა და უკრაინის დროშები გამოფინა, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საშუალება მიეცეს. ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და ევროპარლამენტარებს უნდა მიეცეთ მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება. მათი თქმით, სააკაშვილს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეს. აქციის მონაწილეებს ადგილზე გაშლილი ჰქონდათ საქართველოს, ევროკავშირის, აშშ-ისა და უკრაინის დროშები.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში