ნიკა გვარამია - ევროსასამართლოსთვის მიმართვა იყო დრამატული შეცდომა - არ უნდა გაეკეთებინათ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს იყო უბრალოდ პროპაგანდისთვის საჩუქარი

ევროსასამართლოსთვის მიმართვა იყო დრამატული შეცდომა - ეს არ უნდა გაეკეთებინათ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს იყო უბრალოდ პროპაგანდისთვის საჩუქარი, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ევროსასამართლოს პასუხი ძალიან პროგნოზირებადი იყო და ამ საკითხზე 100-ჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ დაფიქრება ღირდა.

"ევროსასამართლოსთვის მიმართვა იყო დრამატული შეცდომა. ეს ჩემი მოსაზრებაა. ევროსასამართლოს არ უთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის მძიმედ ავად. ევროსასამართლომ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რომ იგი არ მოკვდეს და ეს იყო ძალიან პროგნოზირებადი, რომ ასეთი იქნებოდა ევროსასამართლოს პასუხი. ევროსასამართლოს სხვა პასუხის შემთხვევაში, პრაქტიკულად უნდა დამდგარიყო ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის საკითხი. ასეთი საკითხის დაყენებისთვის ჯერჯერობით მზად არ არის ევროსტრუქტურები. თუ ასე გააგრძელა "ქართულმა ოცნებამ" , კაცმა არ იცის რა მოხდება, მაგრამ ეს მიმართვა იყო შეცდომა, იმიტომ რომ ნავალნის პრეცედენტი არ არის სიმეტრიული პრეცედენტი, რადგან ნავალნისთან დაკავშირებით საკუთრივ რუსეთის ხელისუფლება ამბობდა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ არ ვიცით, რა სჭირს და კვდებაო. საქართველოს ხელისუფლება ამას არ ამბობს. საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ვიცით რა სჭრის და ის არ მოკვდება“. აი, ეს იყო განსხვავება. ამიტომ ამაზე 100-ჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ დაფიქრება ღირდა. ეს არ უნდა გაკეთებინათ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს იყო უბრალოდ პროპაგანდისთვის საჩუქარი", - აცხადებს ნიკა გვარამია მას შემდეგ, რაც კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება