გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ივლისს, 09:00-დან 18:00 საათამდე „საქართველოს სახალმწიფო ენერგოსისტემის“ მოთხოვნით, დაგეგმილია 110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზების „სანავარდო 1“-ისა და „სანავარდო 2“-ის გამორთვა, რის გამოც მითითებულ დროში ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ელექტროენერგია შეეზღუდება ქ. სამტრედიას და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებს, ასევე ქ. ხონს და ხონის მუნიციპალიტეტს.
11:00-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, თვალივი, ზემო ხორხი, ჩარგალი, კორშა, გომეწარი, შარახევი, კაწალხევი, შუაფხო, სონდისველა, როშკა, თხილიანა, მიგრიაულთა.
11:00-დან 15:00 საათამდე დენი გაითიშება მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ვარდისუბანი, ქსოვრისი, ძველი ქანდა, ბურიანი;
12:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, გალავანი, კოტორაანთკარი, ხოლო 15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ქ.მცხეთაში სამხედროს, გმირის, აღმაშენებლის, მუხრანის, ღვინჯილიას, სააკაძის, არსუკიძის, გამარჯვების, შრომის, გორგასლის, ქართლის, სანაპიროს, კოსმონავტების ქუჩაზე, წიწამურთან.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.