საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის წარმომადგენლები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამართალდამცავი უწყებები ცენტრალურ აზიაში (LEICA)“ - წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი თვაურმა და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის საჯარო უწყებების საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურების ხელმძღვანელი პირები.

„პროექტის წარმომადგენლებმა და დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო ექსპერტიზის, გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის, კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის ლაბორატორიები და ბალისტიკური ტირი, ასევე, დეტალურად გაეცნენ დეპარტამენტის მუშაობის პრინციპსა და სპეციფიკას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი განთავსებულია თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში. დეპარტამენტის ლაბორატორიებს მინიჭებული აქვთ აკრედიტაცია ISO17025 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში