ეროვნული ბიბლიოთეკის რადიოს მხარდამჭერი კომპანია „შუხმანი“ გახდა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ დირექტორმა ნინო აბრამიშვილმა.

მათივე ცნობით, შეთანხმების თანახმად, კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ეროვნული ბიბლიოთეკის რადიოს მხარდამჭერი გახდა.

„მორიგი ისტორიული შეთანხმება - კომპანია „შუხმანი“ ეროვნული ბიბლიოთეკის რადიოს მხარდამჭერი გახდა. რადიო სულ მალე შემოგთავაზებთ საინტერესო პროექტებს“, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას