საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპანიის, SAAB-ის პრეზიდენტს შეხვდა

შვედეთში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს მართავს - ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომპანიის, SAAB-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს მაიკლ იოჰანსონს შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელი ცნობილი მაღალტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელთან თავდაცვის მინისტრმა სამომავლო შესყიდვების საკითხები განიხილა.

„საუბარი შეეხო სამხედრო მრეწველობის განვითარების კუთხით არსებულ სიახლეებსაც.

შვედეთში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი შვედეთის თავდაცვის მინისტრს პოლ იონსონს, სამოქალაქო თავდაცვის მინისტრს კარლ-ოსკარ ბოჰლინს და შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პიტერ ჰულტქვისტს შეხვდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება