თინა ბოკუჩავა - „რუსული ოცნების“ ანტიუკრაინულ პოლიტიკას ფორმალიზებული სახე მიეცა, როცა ომში მყოფი პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ ელჩს, საქართველოში ფორმალურადაც არ ხვდებიან

„რუსული ოცნების“ ანტიუკრაინულ პოლიტიკას ფორმალიზებული სახე მიეცა, როცა ომში მყოფი პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ ელჩს, საქართველოში ფორმალურადაც არ ხვდებიან,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციები არ იქნება.

ბოკუჩავას თქმით, ურთიერთობის გამწვავება უკრაინასთან, რომელთანაც საქართველოს ისტორიულად მეგობრობა აკავშირებს, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

„რუსული ოცნების“ ანტიუკრაინული პოლიტიკა ცხადი იყო უკვე დიდი ხნის წინ. მათი განცხადებები, ქმედებები ამხელდა მათ, რომ ღიად ანტიუკრაინულ და პრორუსულ პოლიტიკას ატარებენ, მაგრამ ახლა უკვე მათ ანტიუკრაინულ პოლიტიკას ფორმალიზებული სახე მიეცა, როცა ომში მყოფი პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გამოგზავნილ ელჩს საქართველოში ფორმალურადაც არ ხვდებიან რუსული რეჟიმის წარმომადგენლები.

პირველი ნაბიჯი ზელენსკის მხრიდან საქართველოში უკრაინის ელჩის გაწვევა იყო და ეს გამოიწვია რუსული რეჟიმის ანტიუკრაინულმა მოქმედებებმა და განცხადებებმა, ამიტომ ისტორიულად მეგობარი სახელმწიფოების ურთიერთობები მწვავე ფაზაში იყო უკვე შესული. უკრაინასთან ასეთი გამწვავებული ურთიერთობა საქართველოს აქამდე არ ჰქონია და ეს დღევანდელი რუსული რეჟიმის დამსახურებაა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება