AI-ს მონაწილეობით, საქართველოში პირველი კონფერენცია BTU-ში გაიმართება. კონფერენციის თემაა „ხელოვნური ინტელექტის გავლენა შრომის ბაზარზე“. გაიმართება მსჯელობაც. საკითხს სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიების მიერ შექმნილი მსოფლიოს მოწინავე AI გადაწყვეტილებები შეაფასებენ.
კონფერენციის მონაწილეებისთვის გაზიარდება OpenAI-ს ChatGPT-ის, Google Bard-ის, Microsoft Bing-ისა და NotionAI-ს მიერ გენერირებული მასალა ხელოვნური ინტელექტის, სამუშაო ბაზრის გამოწვევების, მომზადება/გადამზადების, ეთიკისა და სხვა მრავალი მომიჯნავე საკითხის გარშემო, მოხსენების და კვლევითი დოკუმენტების სახით.
კონფერენციის ფარგლებში, აღნიშნული ორგანიზაციების ხელოვნური ინტელექტები დასახელებულ საკითხებს შეაფასებენ.
კონფერენციის მიზანია ცნობიერების გაზრდა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ, ამავდროულად, პროექტი შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირებს, ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა AI პროდუქტი და მოახდინონ კრიტიკული ანალიზი გაზიარებული და მოსმენილი მასალის გარშემო.
კონფერენციის ფარგლებში, მოხსენებები და კვლევითი პროდუქტები წარმოდგენილი იქნება შემდეგი საკითხების გარშემო:
საქართველოში პირველი სრულად ავტომატიზებული AI კონფერენციის მოსმენა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.
(R)