თბილისში პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა

თბილისში პირველი ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა. ერთობლივი ფორუმის იდეა გასული წლის სექტემბერში საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის მინისტრების შეხვედრისას გაჩნდა. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ფორუმი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი ინსტრუმენტია და სამართლის დარგის პროფესიონალების გაძლიერებას და ორი ქვეყნის სამართლებრივი სისტემების მეტად დაახლოებას ისახავს მიზნად.

„ფორუმის მონაწილეებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სიტყვით მიმართა.

„ახალი ფორმატი ქვეყნისთვის დამატებითი საშუალებაა, ქართული სამართლებრივი სივრცე ევროპულ სტანდარტებს მეტად დავუახლოოთ, რაც, საბოლოოდ, დადებითად აისახება საქართველოს მიზნის მიღწევაში - გახდეს ევროკავშირის დიდი ოჯახის წევრი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ფორუმში გერმანიის დელეგაციას ხელმძღვანელობს იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, ანჟელიკა შლუნკი. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროკავშირის სააგენტოს „ევროჯასტის“ ვიცე-პრეზიდენტი, ბოშტიან შკრლეცი; საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრები, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

სამართლებრივი ფორუმი სახელწოდებით „საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“ ორდღიანია და 6 ივლისს დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა