სემეკში მელიორაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიის ცნობით, სემეკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე, სემეკის წყალმომარაგების, ტარიფებისა და ფასწარმოქმნის, მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები და საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლები.

„შეხვედრაზე განიხილეს მელიორაციის სექტორის რეგულირების საკითხები და სატარიფო პოლიტიკა.

სემეკში მიმდინარეობს მუშაობა პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაზე, რომლის საფუძველზეც სემეკი მიმდინარე წლის ბოლოს მელიორაციის სექტორისთვის ტარიფებს დაადგენს. ამასთანავე, კომისიაში მუშავდება წყლის მიწოდების წესები, რომელიც პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობების რეგულირებას შეეხება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება