გიორგი ამილახვარმა კომპეტენტური ინოვაციების კონკურსში გამარჯვებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კომპეტენტური ინოვაციების კონკურსში (CIF) გამარჯვებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადასცა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, კომპეტენტური ინოვაციების ფონდის პირველი კონკურსი მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში ჩატარდა. რეიტინგულ სიასა და ხელმისაწვდომ ბიუჯეტზე დაყრდნობით, დაფინანსება 13-მა უნივერსიტეტმა მოიპოვა – CIF-ის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამურად 2,1 მილიონი აშშ დოლარი გაიცემა.

„CIF-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარება, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება. კომპეტენტური ინოვაციების კონკურსი ხელს უწყობს უნივერსიტეტების სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაში არის უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სახელმწიფო პრიორიტეტებთან.

აღსანიშნავია, რომ პირველი საგრანტო კონკურსი 2022 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა – ჯამში გაკეთდა 30 განაცხადი. კონკურსში მონაწილეობდა 14 სსიპ (მათ შორის 8 რეგიონული) და 7 კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამოცხადება 2023 წლის სექტემბერში იგეგმება“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?