HR hub-ის ორგანიზებით 14 ივლისს, ბიოლში, წლის მთავარი HR მოვლენა HR ბიზნეს სამიტი 2023 გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზატორები ავრცელებენ. მათივე ცნობით, ღონისძიება 15:30 საათზე დაიწყება.
ღონისძიების წარმდგენია თიბისი დაზღვევა.
„სამიტი მეექვსედ ტარდება და როგორც ყოველთვის ბევრ სიახლეს გპირდებით”, - აღნიშნულია ორგანიზატორების ინფორმაციაში.
ღონისძიების ფასილიტაციას უზრუნველყოფს კომპანია – Teamboat. ფასილიტატორი კი პაატა პაპავა იქნება.
„HR ბიზნეს სამიტის მთავარი თემა წელს გუნდურობა იქნება. რა შეუძლია გუნდურ სულისკვეთებას, რა არის საჭირო სწორი გუნდის ფორმირებაში და როგორ აისახება ეს ყველაფერი კომპანიის შედეგებზე. სწორედ ამ თემის გარშემო დაიგეგმება სპიკერების გამოსვლები და სხვადასხვა აქტივობა.
წელს ღონისძიების კონცეფცია შევცვალეთ. ჯერ იქნება ვორქშოფები და შემდეგ სპიკერების გამოსვლა მთავარ სცენაზე. მათი გამოსვლის პარალელურად არცერთი აქტივობა არ დაიგეგმება, რადგან ყველამ შეძლოს და მოუსმინოს გამომსვლელებს.
გარდა წინასწარ დაგეგმილი და გამოცხადებული ვორქშოფებისა, ნაწილი ე.წ „ღია სივრცის“ ფორმატით (Open Space Technology) გაიმართება, რომლის მხარდამჭერია პეპსიკო საქართველო. ეს არის შეხვედრის წარმართვის მეთოდი, რომელიც სამიტის ნებისმიერ მონაწილეს საშუალებას მოგცემთ თავადვე მოიფიქროთ თემა, გააერთიანოთ, შემოიკრიბოთ დაინტერესებული მონაწილეები და პარალელურ ვორქშოფს გაუძღვეთ.
სამიტის მონაწილეებს საშუალება გექნებათ თავად აირჩიოთ სასურველი თემა და ფასილიტატორი ონლაინ ხმის მიცემით. წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. მთავარია გაეცნოთ გამოცხადებულ და შემდეგ უკვე ადგილზე დაგეგმილ ვორქშოფებს. გადაწყვეტილებას თუ რომელ მათგანს დაესწროთ, იქვე მიიღებთ. სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა სივრცეში გაიმართება. თქვენ გექნებათ რუკა, შესაბამისად მარტივად მიხვდებით რომელ სივრცეში რა არის დაგეგმილი. ფორმატის დეტალურ ახსნას ღონისძიებაზე მოისმენთ.
სამიტზე გელოდებათ ძალიან ბევრი სიახლე და ისეთი აქტივობები, რომლებიც ჯერ არ ყოფილა. ღონისძიების ბოლოს ტრადიციულად გვექნება გათამაშება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
HR ბიზნეს სამიტზე დასასწრები ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: ბილეთები
ბილეთის ღირებულება: 354 ლარი დღგ-ს ჩათვლით. შეძენა შესაძლებელია 9 ივლისამდე.
რაც შეეხება HR ბიზნეს სამიტი 2023 – ის პროგრამას - ვინ იქნებიან სპიკერები და რა აქტივობებია დაგეგმილი წლევანდელ სამიტზე?
სპიკერები:
სამუშაო შეხვედრები/ვორქშოპები:
ვორქშოპების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: workshops
ასევე, ღონისძიებაზე დაგხვდებათ HR Expo, სადაც სხვადასხვა კომპანიები საინტერესო და საჭირო HR სერვისებს გაგაცნობენ და სპეციალურ შეთავაზებებსაც შემოგთავაზებენ.
ღონისძიებაზე შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ ტონინო ლამბორგინის ყავა. საკონდიტრო ლილისი კი მის სტენდთან უგემრიელესი ტორტებით, ნამცხვრებითა და სხვა ტკბილეულით გაგიმასპინძლდებათ. სამიტზე დაგხვდებათ გაამოს ორცხობილები, გასტრონომის პროდუქცია და ტყუპების საღვინე სახლის ღვინო.
განრიგი:
გადახედეთ რა ხდებოდა წინა წლებში HR ბიზნეს სამიტზე:
წელს გამორჩეული და სიურპრიზებით დახუნძლული სამიტი გელოდებათ.
შემოგვიერთდით HR გუნდებთან ერთად!
ჩვენ ერთად ვქმნით წლის მთავარ HR ღონისძიებას, დღეს, რომელიც სულ გემახსოვრებათ!
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Sfero.ge პალიტრა მედია ჰოლდინგი Self.ge ბლაუენშტაინი გასტრონომი Tonino Lamborghini ტყუპების საღვინე სახლი გაამოს BIA • ბია Hotsale.ge Grant Thornton Georgia King David KD4US
მედია მხარდამჭერები: ბიზნესპარტნიორი Business Insider Georgia InterPressNews.ge bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი ambebi.ge • ამბები.ge palitravideo.ge რადიო პალიტრა რადიო იმედი