საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გერმანიისა და შვეიცარიის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას აფართოებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გერმანიისა და შვეიცარიის წამყვან უმაღლეს სკოლებთან საგანმანათლებლო-სამეცნიერო კოლაბორაციის გაფართოების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები - საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დევი ხვედელიანი და ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი თეა მურვანიძე, კონსტანცის უნივერსიტეტისა (Universität Konstanz, გერმანია) და ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ETH, შვეიცარია) სპეციალური მიწვევით, გერმანიასა და შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც საერთაშორისო ურთიერთობათა ოფისების ხელმძღვანელებსა და უნივერსიტეტების ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დევი ხვედელიანი აღნიშნავს, შეხვედრებზე უცხოელ კოლეგებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი და საგანმანათლებლო პოტენციალი გააცნეს, ასევე, განიხილეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ერთობლივად განხორციელების შესაძლებლობები, სტუდენტთა, მკვლევართა და აკადემიური პერსონალის მობილობის, საჯარო ლექციების ჩატარებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

„გერმანიისა და შვეიცარიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე დავაფიქსირეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერესი სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ, რაც გულისხმობს ერთობლივ სამეცნიერო კვლევებსა და გაცვლით პროგრამებს, იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო მეტ სტუდენტსა და ახალგაზრდა მკვლევარს მიეცეს ცოდნის გაღრმავებისა და კვლევის ახალი პერსპექტივები“, - ამბობს დევი ხვედელიანი.

სტუ-ის ტექნოლოგიების ტრანსფერისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა თეა მურვანიძემ უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-მკვლევართა აქტიურ ჩართულობაზე ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში - „ჰორიზონტი ევროპა“, ასევე, ისაუბრა სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის, კომერციალიზაციისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის წარმატებულ საუნივერსიტეტო მოდელებზე, რაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდგრადი განვითარება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელთა გერმანიასა და შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მხარეებს შორის ინტერესთა შეჯერების საფუძველზე, გამოითქვა მზაობა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების თაობაზე. თანამშრომლობის დოკუმენტებს მხარეები ახლო მომავალში მოაწერენ ხელს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა