ნათია თურნავა IFC - International Finance Corporation-ის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა IFC - International Finance Corporation-ის რეგიონულ მენეჯერს სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტეს შეხვდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სებ-ი ინფორმაციაში აღნიშნავს, IFC-ის მხარდაჭერით, სებ-მა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარება დაიწყო და 2019 წლის აპრილში საქართველოსთვის მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი გამოაქვეყნა.

"საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ამას ადასტურებს არაერთი ერთობლივი წარმატებული პროექტი. ახლახან, ღია ბანკინგის განვითარების მიზნით, კიდევ ერთ პროექტს - ტექნიკურ სენდბოქსს ჩავუყარეთ საფუძველი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია IFC-ის მხარდაჭერა და მომავალშიც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის