რატი ბრეგაძე - გერმანიასთან დარგობრივი თანამშრომლობა ხელს უწყობს ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას

ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივან ანჟელიკა შლუნკს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართულ-გერმანული სამართლებრივი ფორუმი პირველად ტარდება.

რატი ბრეგაძემ ანჟელიკა შლუნკთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების პროცესში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარი და შეუქცევადი პრიორიტეტია, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

იუსტიციის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან საუბარში აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესსა და 12 პრიორიტეტის შესრულებაში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ბერლინში გასულ წელს საქართველო-გერმანიის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის აგვისტოში რატი ბრეგაძე გერმანიის ფედერაციის ჩრდილოეთ ვესტფალიის მხარის იუსტიციის მინისტრ ბენიამინ ლიმბახს და გერმანულ დელეგაციას უმასპინძლებს. შეხვედრის თემა პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომლობის საკითხები იქნება.

საქართველო-გერმანიის სამართლებრივი თანამშრომლობის აღნიშნულ ფორმატს საფუძველი ჩაეყარა გასულ წელს ბერლინში რატი ბრეგაძის გერმანელ კოლეგა მარკო ბუშმანთან შეხვედრის დროს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება