დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ოჯახის ადვოკატი - ექსპერტიზამ ინტოქსიკაციის კვალი აბსოლუტურად გამორიცხა

მთავარი ვერსია იყო თითქოს, გულისრევა და საკვების გადაცდენა მოხდა, რაც არის აბსოლუტურად სიცრუე და ტყუილი - აბსოლუტურად გამორიცხა ექსპერტიზამ ინტოქსიკაციის კვალი, - ამის შესახებ დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის, ანა იანუშაიტიტეს ოჯახის ადვოკატმა, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა, ელისო რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ვერსია, რომ ანა იანუშაიტიტის გარდაცვალება საკვებით ასფიქსიამ ან/და საკვებით ინტოქსიკაციამ გამოიწვია, მიზანმიმართულად გავრცელდა და აღნიშნავს, რომ ეს გამოძიებისთვისაც კარგი ვერსია იქნებოდა, რათა საქმეზე გამოძიება მარტივად დაესრულებინა.

„როგორც განმიმარტა დედამ და ოჯახის გარემოცვამ, აღნიშნული ვერსია მალევე წამოვიდა როგორც გამოძიების მხრიდან, ასევე, თითქმის ყოველი მეორე იმეორებდა რატომღაც ამ აბსურდს, ვინაიდან, ბავშვს აღნიშნული სუპი გარდაცვალებამდე საათ-ნახევრით ადრე ჰქონდა მირთმეული. აბსოლუტურად გამორიცხა ექსპერტიზამ ინტოქსიკაციის კვალი, რაც ნიშნავს, რომ ანა იანუშაიტიტეს გული არ არევია და არ მოწამლულა რაიმეთი, მათ შორის, სუპით და ენერგეტიკულით. მთავარი არგუმენტი იყო, თითქოს გულისრევა და საკვების გადაცდენა მოხდა, რაც არის აბსოლუტურად სიცრუე და ტყუილი. სამწუხაროა, რომ ეს ამბავი, რატომღაც მიზანმიმართულად გავრცელდა. თუ ოჯახი არ იბრძოლებდა ანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენაზე, ძალიან მარტივია ადამიანის გარდაცვალებას დაარქვა, რომ გადასცდა სუპი, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ჭამა, ვიდრე გარდაცვალება დადგა. ეს იქნებოდა ერთ-ერთი მკაფიო და კარგი ვერსია გამოძიებისთვისაც, იმისთვის, რომ მარტივად დაესრულებინა ეს საქმე და აღარ ყოფილიყო ამდენი გამჟღავნების აუცილებლობა, რაც დღეს დღის წესრიგში დგას,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო