იაგო ხვიჩია -  „თავდაცვის კოდექსი“ კავშირში არ არის თავდაცვის გაძლიერებასთან, როცა ამბობენ, „თავდაცვის გაძლიერებაო“,  თვითონვე ეცინებათ - სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ - პრეზიდენტსაც ვთხოვთ, ვეტო დაადოს

არაფერ კავშირში არ არის „თავდაცვის კოდექსი“ თავდაცვის გაძლიერებასთან. რომ ამბობენ „თავდაცვის გაძლიერებაო“, თვითონ ეცინებათ, - ამის შესახებ "გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ “თავდაცვის კოდექსზე“ საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას შეფასებით, კოდექსის მიღება 2024 წლის არჩევნებს უკავშირდება.

მისი თქმით, ვისაც იძულებითი გაწვევა შეეხება 200 ათასი კაცია და თუ ისინი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არ იქნებიან, 4000-5000 ადგილით შეაშინებენ.

„ჩვენი მიზანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება. ჩვენი გვინდა, რომ ჯარი იყოს პროფესიონალური.

დღეს, ქართულ ჯარში 30 ათასი პროფესიონალი ჯარისკაცია და დაახლოებით 4 ათასი ახალწვეული სჭირდებათ წელიწადში. 30 ათასი გყავს ჯარში და 5 ათას კაცს დასდევ იძულებით.

არაფერ კავშირში არ არის „თავდაცვის კოდექსი“ თავდაცვის გაძლიერებასთან. რომ ამბობენ „თავდაცვის გაძლიერებაო“, თვითონ ეცინებათ.

ვისაც იძულებით გაწვევა შეეხება ასეთია 200 ათასი კაცი. 200 ათასს კაცს ეუბნებიან, რომ შეგაშინებ 4000-5000 ადგილით. შენ თუ ურჩი იქნები. ქოცებს თუ არ შემოხაზავ, მე მაქვს შენთვის 5000 ადგილი, ძალით წაგიყვან, მაგრამ შენ თუ ქოცი იქნები და ჩემ მიმართ ლმობიერი ხარ, 200 ათასიდან 4000 რომ მყავს ასარჩევი, შენ არ აგარჩევ. სულ ეს არის ამ კანონის მიზანი. ამ არჩევნებზე, ეს რომ გამოიყენონ.

სუს-ის კრებსებშიც კი წერია. სუს-ის კრებსები, რომ გამოქვეყნდა, იქ წერია: ამ კაცს ეს პრობლემა აქვს, ამას ოჯახის წევრი სამკურნალო ჰყავს“. ყველაზე დიდ რაოდენობას ჯარში გაწვევა აწუხებს და „ქოცების“ დახმარება სჭირდება ამაში. მთელი ამბავი აირს ის, რომ 200 ათასიან კოჰორტას და მათ ოჯახის წევრებს დააშანტაჟონ იმით, რომ იმ 4000-ში მოხვდება, სადაც გაჭირვებულები მიჰყავთ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

პარტია ხვალ, 6 ივლისს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ აქციას აანონსებს.

„სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ, ყველაფერს გამოვიყენებთ, პრეზიდენტსაც ვთხოვთ, რომ ვეტო დაადოს.

ხვალ,19:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია გვაქვს. ველოდებით ადამიანებს, ვინც მხარს დაგვიჭერს“, - განაცხადა აიგო ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას