გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ზაჰესში - ავჭალის ქუჩაზე, ხოლო 14:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს ზაჰესში, მშვიდობის, სვიმონ შოთაძის, ბესიკ ბელთაძის, შალვა აფხაიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში; 12:05-დან 18:05 საათამდე - აბონენტებს სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა, უფურეთი, სელექცია, მილისწყარო, წეროვანი, ნატახტარი; 12:15-დან 13:15 საათამდე - აბონენტს წილკანში, ხოლო 13:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ქ.მცხეთაში სამხედროს, გმირის, აღმაშენებლის, მუხრანის, ღვინჯილიას, სააკაძის, არსუკიძის, გამარჯვების, შრომის, გორგასლის, ქართლის, სანაპიროს, კოსმონავტების ქუჩაზე, წიწამურთან.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა