გიორგი გოგაძე - ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია საქართველოში, ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში არაერთხელ განხორციელდა, მაგრამ ვერცერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვერ მიაღწევს ეფექტიან შედეგს, თუ არ იქნება ერთობლივი თანამშრომლობა

ორგანიზებული ჯგუფის წევრები მილიარდობით ევროს და დოლარს სძალავენ პატიოსან ადამიანებს, აღნიშნულ საქმეებში ასობით ათასი დაზარალებულია. დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები არიან საკმაოდ შეძლებული ადამიანები ძვირადღირებული იურისტებით და ფინანსისტებით, რაც ართულებს გამოძიების პროცესს, - ამის შესახებ ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორმა გიორგი გოგაძემ ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლის თემაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორებს დაფუძნებული აქვთ კომპანიები ოფშორულ ზონებში. როგორც მან აღნიშნა, ერთი კომპანიის ოფშორული ზონის კომპანიიდან ინფორმაციის გამოთხოვა არის ურთულესი და დროში გაწელილი პროცესი, მაგრამ როცა მიაღწევ შედეგს, ხვდები, რომ ამის უკან კიდევ მეორე ოფშორული კომპანიაა.

„მტკიცებულებების მოპოვების პროცესი არის ძალიან რთული“, - აღნიშნა გიორგი გოგაძემ „ღამის კურიერში“.

ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორის თქმით, ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია საქართველოში, ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში არაერთხელ განხორციელდა, მაგრამ ვერცერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვერ მიაღწევს ეფექტიან შედეგს, თუ აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ არ იქნება ერთობლივი თანამშრომლობა, მჭიდრო და კოორდინირებული მოქმედებები.

რაც შეეხება დანაშაულის პრევენციას, გიორგი გოგაძის განცხადებით, პრევენციაა დღევანდელი დღეც, კერძოდ ის, რომ გადაცემაში აღნიშნულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე საუბრობენ და ის შედეგებიც, რაც უკვე დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებობს.

„რა თქმა უნდა ჩვენ ეს თვითკმაყოფილების საბაბს არ გვაძლევს და შორს ვართ საბოლოო შედეგისგან, თუმცა პროცესი იმდენად საინტერესოა, რომ კიდევ უფრო მეტი მონდომებით ვმუშაობთ ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ერთად ძალიან კარგ შედეგებზე გავალთ“, - განაცხადა გიორგი გოგაძემ", - განაცხადა გიორგი გოგაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა