გერმანიის წარმომადგენელი ევროჯასტში - „ქოლ-ცენტრების“ საქმეში დავით კეზერაშვილის როლთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენელმა ევროჯასტში, პროკურორმა იან მაკლინმა „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობაში დავით კეზერაშვილის კავშირის შესახებ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც გადაცემის წამყვანმა კითხვის დასმის დროს აღნიშნა, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია საქართველოში BBC-ის დოკუმენტურმა ფილმმა, სადაც ნახსენები იყო საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. კითხვაზე - იკვეთება თუ არა დავით კეზერაშვილის როლი „ქოლ ცენტრების“ საქმიანობაში, იან მაკლინმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვას ვერ უპასუხებს, რადგან ეს გავლენას მოახდენს გამოძიებაზე.

„მოგახსენებთ, რომ ვნახე BBC-ის დოკუმენტური ფილმი, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ რომ გვესაუბრა უკვე დასრულებულ გამოძიებაზე, შეგვეძლო დეტალებიც გვეხსენებინა, თუმცა ამ ეტაპზე ეს დააზიანებს აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ინტერესებს“, - აღნიშნა იან მაკლინმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ