გიორგი ამილახვარმა „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. მინისტრმა „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის მთავარი თემა იყო „განათლების როლი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობისათვის“. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებია და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი ამილახვარმა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და საზოგადოებას მათი გადაჭრის ხედვები გააცნო. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემის რეფორმის პროცესში ბიზნესსექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთონ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ და საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და ბაქსვუდის სკოლის აკადემიურმა დირექტორმა, არჩილ სუმბაძემ მიიღეს. დისკუსიას მოდერაციას „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი უწევდა.

პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესსექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის თებერვლიდან დისკუსიების პარტნიორია ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. მათ მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ.

პროექტი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის