11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სამების ტაძრის იღუმენი გაბრიელი - შიდაწრიდან გავიგე, რომ მეუფე შიო, სავარაუდოდ, დარიშხანით არის მოწამლული, ანალიზები დაახლოებით 1 თვის წინ გაუკეთდა - ახლა თავს კარგად გრძნობს

ჩემი შიდაწრიდან გავიგე, რომ მეუფე შიო, სავარაუდოდ, დარიშხანით არის მოწამლული, რაც ნაპოვნია მის ანალიზში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სატელეფონო კომენტარში, სამების ტაძრის იღუმენმა გაბრიელმა განუცხადა.

სასულიერო პირის ინფორმაციით, მეუფე შიო ახლა თავს კარგად გრძნობს.

„3 კვირის წინ, მეუფემ წირვა ჩაატარა და მის შემდგომ რომ შეუძლოდ იყო, ინფორმაცია გვქონდა. ალბათ, ბოლო 2-3 კვირაა, რაც დადასტურდა, რომ მის სისხლში დარიშხანი იპოვეს. ამის შესახებ ალბათ, საპატრიარქოს პრესცენტრი იტყვის, მე არ მაქვს ინფორმაცია. უშუალოდ საპატრიარქოსთან საუბარი არ მქონია, მე უბრალოდ, ჩემი შიდაწრიდან გავიგე, რომ სავარაუდოდ, დარიშხანით არის მოწამლული, რაც ნაპოვნია მის ანალიზში. როგორც ვიცი, ანალიზი გაკეთდა ალბათ 3 კვირის ან 1 თვის წინ. ჩემი ინფორმაციით, ახლა მეუფე თავს კარგად გრძნობს, ღმერთმა კარგად ამყოფოს“, - განაცხადა იღუმენმა გაბრიელმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი, სავარაუდოდ, მოწამლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. უფრო კონკრეტულად, „რუსთავი 2“-ინფორმაციით, მეუფე შიოსთვის ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა. ასევე ტელეკომპანიის ცნობით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ.

უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „მთავარმა არხმაც“. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მეუფე შიო ერთი კვირის წინ მოწამლეს. სავარაუდო ინფორმაციით, პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო