რა გზა გაიარა რესტორან „ორბელიანი გარდენის“ შეფ-მზარეულმა ბექა გოგინაშვილმა შეფ-მზარეულობამდე

რამდენიმე წლის წინ რომ ეთქვათ, შეფ-მზარეულის ფორმა გექნება და ცნობილი რესტორნის სამზარეულოს უხელმძღვანელებო - არ დავიჯერებდი“, - ამ ფრაზით დაიწყო ჩვენთან საუბარი ბექა გოგინაშვილმა, რესტორან „ორბელიანი გარდენის“ შეფ-მზარეულმა.

ბექა, 26 წლისაა, შეფ -მზარეულობა ბავშვობის ოცნება ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, სად და როგორ მიხვდა, რომ ეს საქმე მისი მოწოდება იყო, ამას თავად გვიამბობს.

- „კულინარიის აკადემიის დასრულების შემდგომ, სტაჟირებაზე იმ დროისთვის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში მივედი. როგორც კი სამზარეულოს კარი შევაღე და იქაური „აურა,“ სურნელები შევიგრძენი, სწორედ იქიდან დაიწყო ჩემი მოგზაურობა გასტრონომიის უზარმაზარ სამყაროში. მეგონა ასეთი ისტორიები გამოგონილი იყო...“

როგორც თავად ბექა ამბობს, ეს გზა მარტივი არ ყოფილა, მაგრამ, ამ შედეგისთვის ღირდა.

- „მთავარი კი, მთელ ამ თავგადასავალში, შრომისმოყვარეობაა. ყველას, ვინც ამ გზას ახლა დაადგა, ვურჩევ, თავი არ დაზოგოს თავისი მიზნების მისაღწევად. ჩემი წარმატების გასაღებიც სწორედ ამაშია.

- „დავიბადე და გავიზარდე კახეთში. ჩემს ოჯახში გემრიელი კერძები ყველას გამოსდიოდა, განსაკუთრებით მამას, რომელიც ხორცეულს რაღაც განსხვავებულად ამზადებდა. არ ვიცი, ეს მოგონება ბავშვური მგრძნობელობის და ემოციების გამო ჩამრჩა თუ არა, მაგრამ დღემდე ამ ემოციების გავლენით ვცდილობ ჩემს კერძებს განსხვავებული გემოვნური თვისებები დაჰყვებოდეს, რათა ყველას, ვინც მათ გასინჯავს, ბექა გოგინაშვილის მიერ მომზადებული კერძი დაამახსოვრდეს“.

კითხვაზე, თუ რას მიიჩნევს ცხოვრების მთავარ წარმატებად, შეფი გვპასუხობს, რომ ყველაფერი წინ არის. თუმცა იხსენებს, როგორ გახდა, კახეთში, 22 წლის ასაკში 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს - „ახაშენის ღვინის კურორტი და სპა“–ს მზარეული და შემდეგ კი უკვე _შეფ–მზარეული.

„22 წლის ასაკში გასაუბრებაზე მივედი KTW ჯგუფში, სასტუმროსთვის მზარეულს ეძებდნენ. ამ დროისთვის, მეც ახალ გამოცდილებას ვეძებდი, სადაც შედარებით დიდ მასშტაბზე შევძლებდი მუშაობას. „ახაშენში“ მზარეულობიდან შეფ– მზარეულობამდე 1 წელი დამჭირდა. ჩემი ცხოვრების საუკეთესო გამოცდილება სწორედ ეს იყო...“.

ბექა დღეს პრესტიჟული რესტორნის „ორბელიანი გარდენის“ შეფ-მზარეულია, რომელიც განახლებულ ორბელიანის მოედანზე მდებარეობს. იგი ამბობს, რომ მისი ხელწერა აქ უკვე იგრძნობა და ახალი კერძების დასაგემოვნებლად და შესაფასებლად ახალ ვიზიტორებს ელოდება.

-„მუდამ ახლის ძიებაში ვარ, ახალი კერძების, გემოების... „ორბელიანი გარდენის“ მენიუშიც უკვე არაერთი ახალი კერძი შევიტანე, გემოები, რომლებიც, იმედი მაქვს, ჩვენს სტუმრებს სასიამოვნოდ გააოცებს“.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო