გიორგი ამილახვარმა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისა და USAID ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი USAID-თან თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და გაძლიერების ორწლიან პროგრამას იწყებს. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროექტის წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ღონისძიების ფარგლებში, საავიაციო უნივერსიტეტსა და USAID-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, სერგო ტეფნაძემ და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ დირექტორმა დევიდ ბლოოდმა.

თანამშრომლობა ითვალისწინებს საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ტექნიკოსებისა და აეროდრომების ექსპლუატაციის სპეციალისტთა მოსამზადებელი ახალი პროფესიული პროგრამების შემუშავებას, უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიის თანამედროვე სასწავლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარებასა და დარგის მოდერნიზაციას.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისა და USAID-ის ერთობლივი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარდგენის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ალან ფერსელმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული უნარების სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის