მწვანე ბანაკში „კლიმატის ელჩები“ სწავლა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მწვანე ბანაკში ,,კლიმატის ელჩები" სწავლა დაიწყო. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, მწვანე ბანაკი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა და შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა გახსნეს.

„ბანაკი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, აიმაღლონ ცნობიერება ისეთ გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება; ტყის რესურსების მდგრადი მართვა და პრაქტიკული სამუშაო; ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეები; კატასტროფის რისკის შემცირება, მისი ძირითადი კონცეფცია და ტერმინები; უსაფრთხოების წესები კატასტროფების დროს; საფრთხეებისა და მოწყვლადობის შეფასება და რისკის განსაზღვრა.

მწვანე ბანაკში მონაწილეობისათვის, კონკურსის საფუძველზე, შეირჩა 50 ახალგაზრდა, რომელთა საშუალო ასაკი 15 წელია. შერჩეული ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ, მათ შორის, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" 13 სამიზნე მუნიციპალიტეტს.

მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები” ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის და შვეიცარიის მთავრობების მიერ. პროგრამის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

მწვანე ბანაკში „კლიმატის ელჩები“ სწავლა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მწვანე ბანაკში ,,კლიმატის ელჩები" სწავლა დაიწყო. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, მწვანე ბანაკი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა და შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელმა, ხათუნა ზალდასტანიშვილმა გახსნეს.

„ბანაკი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, აიმაღლონ ცნობიერება ისეთ გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება; ტყის რესურსების მდგრადი მართვა და პრაქტიკული სამუშაო; ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეები; კატასტროფის რისკის შემცირება, მისი ძირითადი კონცეფცია და ტერმინები; უსაფრთხოების წესები კატასტროფების დროს; საფრთხეებისა და მოწყვლადობის შეფასება და რისკის განსაზღვრა.

მწვანე ბანაკში მონაწილეობისათვის, კონკურსის საფუძველზე, შეირჩა 50 ახალგაზრდა, რომელთა საშუალო ასაკი 15 წელია. შერჩეული ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ, მათ შორის, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" 13 სამიზნე მუნიციპალიტეტს.

მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები” ხორციელდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთის და შვეიცარიის მთავრობების მიერ. პროგრამის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი