,,ენერგო-პრო ჯორჯია“ სემეკის გადაწყვეტილებას კომპანიის დაჯარიმების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ სემეკის გადაწყვეტილებას კომპანიის დაჯარიმების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება არასწორი და მიუღებელია, შესაბამისად, ის სასამართლოში გასაჩივრდება.

„დარწმუნებული ვართ, სასამართლო ობიექტურად განიხილავს დავას და გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას, გაუქმდება დაკისრებული ჯარიმა“, - აცხადებენ სს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის მაჩვენებლების გაუარესებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არასრულყოფილი ინფორმაციის დაფიქსირების გამო, 75 000-75 000 ლარით დააჯარიმა.

სემეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიებს დაევალათ დაკისრებული ჯარიმების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს