მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის საპატიმრო უფლებები ამ დემარშთან არაფერ კავშირშია, არის რაღაც სხვა, რისი დამალვაც უწევთ თანამდებობის პირებს უკრაინაში

სააკაშვილის საპატიმრო უფლებები არაფერ კავშირშია ამ დემარშთან, არის რაღაც სხვა, რაც არ ითქმება და რისი დამალვაც უწევთ ცალკეულ თანამდებობის პირებს უკრაინაში - ვინც მიიჩნევს საქართველოში ან უკრაინაში, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია, მათთვის არც საქართველოს და არც უკრაინის ინტერესები პირველხარისხოვანი არაა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათთვის, ვინც უკრაინაში საქართველოს ელჩთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას იწონებს, პირველხარისხოვანი გარკვეული „გლობალური იდეები და ღირებულებებია".

როგორც ის აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილების უკან, შესაძლოა, არა სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობა, არამედ სხვა მოტივაცია არსებობდეს.

„ყველას ესმის, რომ ეს ნაბიჯი, რაც ბოლო დროს გადადგა უკრაინამ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არცთუ სახარბიელოა, არ არის ეს კარგი გადაწყვეტა, არაფრით ხელს არ შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, პირიქით, შეიძლება გაართულოს. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. პირდაპირ რომ ვთქვათ, მისი ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება თუ როგორც არ უნდა აიხსნას ეს ყველაფერი, ფაქტია, რომ ეს არის ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვისკენ გადადგმული ნაბიჯი. არ მგონია, რომ ეს ემსახურებოდეს ან საქართველოს ან უკრაინის მიზნებს და რაიმე თვალსაზრისით გამართლებული იყოს. თუ ვინმეს აქვს შეხედულება ან საქართველოში ან უკრაინაში, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ეს ნიშნავს იმას, რომ მათთვის არც უკრაინის და არც საქართველოს ინტერესი არ არის პირველხარისხოვანი, ეს შეიძლება იყოს მეორეხარისხოვანი მათთვის სხვა რაღაც გლობალური იდეების და ღირებულებების შემდეგ. მგონი, გამოჩნდა, რომ სააკაშვილის საპატიმრო უფლებები საერთოდ არაფერ კავშირშია ამ დემარშთან, არის რაღაც სხვა, რაც არ ითქმება და რის დამალვაც უწევთ ცალკეულ თანამდებობის პირებს უკრაინელებს, როგორც ჩანს ეს არის მოტივაცია, თორემ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ კითხვების ნიშნები არ დარჩენილა, რომ სააკაშვილის ყველა საპატიმრო უფლება დაცულია და არ არსებობს საფუძველი, ვინმემ თქვას, რომ სააკაშვილს ვინმე არაადამიანურად ეპყრობა. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ ამ თემის წინა პლანზე წამოწევას, ამ დროს შეიძლება არსებობდეს რაღაც სხვა მოტივაცია, რომელიც ადამიანებს კარნახობს მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღეს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდის ფორმას და მისი შეცვლის შესაძლებლობას, როგორც სარჯველაძე აცხადებს, ასეთ შემთხვევაში მას სასჯელის ნახევარი მოხდილი უნდა ჰქონდეს.

„განაჩენი არის ერთი და მასში წერია აღსრულების წესიც. სასამართლოს შეეძლო გაემართლებინა, სხვა სასჯელი გამოეტანა, მაგრამ დანიშნულია სასჯელი, ამის შეცვლას აქვს კანონით გათვალისწინებული პროცედურა. ახლა რასაც ითხოვთ, ეს ნიშნავს დავდგეთ კანონზე, განაჩენზე, კონსტიტუციაზე მაღლა მარტო იმიტომ, რომ ეს ვიღაცას მიზანშეწონილად მიაჩნია და ასე მივიღოთ გადაწყვეტილება. ამას წესი აქვს, მაშინ ნახევარი უნდა იყოს მოხდილი, არის მოხდილი ნახევარი?!" - განაცხადა სარჯველაძემ.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ