7 ივლისს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიხსნება

7 ივლისს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია ოფიციალურად გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ფრანსის დრუენი. სესიას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

„საქართველო ფრანკოფონიის ასამბლეას პირველად მასპინძლობს. უშუალოდ ასამბლეის საქმიანობაში კი საქართველო 2004 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთო. 2021 წელს საქართველოს პარლამენტმა ოფიციალური წერილით მიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას ასოცირებული წევრობის თაობაზე.

სწორედ 48-ე სესიაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ასოცირებული წევრობის თაობაზე. რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დიპლომატიური თანამშრომლობის გაღრმავებას, კულტურულ გაცვლებსა და ფრანგული ენის პოპულარიზაციას.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონსულტაციო, საპარლამენტო ორგანოს. დღეისათვის მის შემადგენლობაში 91 წევრია. 56 სრულუფლებიანი, 17 ასოცირებული, ხოლო 18 დამკვირვებლის სტატუსით. ასამბლეა, დემოკრატიის განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს, არის აქტიური პლატფორმა წევრ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგისთვის და მსოფლიოში ფრანგული ენის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული.

საქართველოს წელს, ასამბლეის წევრი 40-მდე დელეგაცია და დელეგაციებში შემავალი 250-მდე დეპუტატი სტუმრობს. ასამბლეა 8 ივლისს დაიხურება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის