გიორგი ამილახვარმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მინისტრმა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა და განათლების ყველა საფეხურზე კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მინისტრისთვის საკუთარი იდეების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. ინოვაციური მექანიზმების შემუშავებისა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, მხარეებმა სამომავლო გეგმები დასახეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კერძო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობის მიზნით, ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულ რეჟიმში მთელი საქართველოს მასშტაბით გააგრძელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის