გიორგი ბაჩიაშვილი - არ ვარ დამნაშავე, დანაშაული არც არასდროს ჩამიდენია, შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში

არ ვარ დამნაშავე. არც არასდროს დანაშაული არ ჩამიდენია და შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულმა, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მან მოსამართლეს მიმართა და განაცხადა, რომ საზღვრის კვეთის აკრძალვა მის ბიზნესს დააზარალებს.

„არ ვარ დამნაშავე. არც არასდროს დანაშაული არ ჩამიდენია და შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში. გარდა იმისა, რომ ერთი პიროვნება მედავება, რომ რაღაც ყოფილა, საქმეში მტკიცებულებები არ არის. რაც შეეხება კრიპტოვალუტას - ეს არის ნორმალური ბიზნესი, რითაც ბოლო 10 წელზე მეტია დაკავებული ვარ. საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ეს იყოს აღქმული დანაშაულად?!" - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილისთვის 3 მილიონ ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. ამასთან, პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ ორი დამატებითი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობა დააყენა: საქმის გამოძიების დასრულებამდე, ბაჩიაშვილის კუთვნილი პასპორტების საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარება და საქართველოს ტერიტორიის დატოვების აკრძალვა. ცნობისთვის, საქმე ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა