პარლამენტთან „გირჩის“ ორგანიზებით აქცია სახელწოდებით „იძულებით ჯარში გაწვევა - მონობაა, მონობა ამორალურია!“ მიმდინარეობს

პარლამენტის წინ, პარტია „გირჩის“ ორგანიზებით, აქცია სახელწოდებით „იძულებით ჯარში გაწვევა - მონობაა. მონობა ამორალურია!“ მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნაა, დასრულდეს სავალდებულო გაწვევა და მთავრობამ არ დაამტკიცოს თავდაცვის ახალი კოდექსი.

აქციის მონაწილეების თქმით, „ჯარში მხოლოდ ის უნდა მიდიოდეს, ვინც ჯარისკაცობაზე ოცნებობს“.

„გირჩის“ ერთ-ერთი, ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „თავდაცვის კოდექსის“ ახალი კანონის მიღება ჯარის გასაძლიერებლად არ ხდება, არამედ ჯარით ახალგაზრდების დაშინებით, რომ არჩევნებზე 41-ი ნომერი შემოხაზონ.

„ბევრი არგუმენტი არსებობს „თავდაცვის კოდექსის“ წინააღმდეგ. მუხლი არ არსებობს, რომელშიც ფარული ბოროტმოქმედება არ იყოს ჩადებული. მთავარი ბოროტმოქმედება არის ის, რომ კანონს იღებენ არა სამხედრო ძლიერების გასაზრდელად. რა სამხედრო ძლიერების გაზრდაზეა საუბარი, რამდენი ხანია რუსეთთან არ გაღიზიანების პოლიტიკით ვართ დაკავებულები.

კოდექსში არ წერია ვინ არის მტერი, არ წერია რა არის მიზნები, როგორ ხდება თავდაცვა... მაგრამ მთავარი, რაც ჩანს ის არის, რომ ამას წინა საარჩევნოდ გამოიყენებენ ახალგაზრდა ბიჭებისთვის, რომლებსაც ეტყვიან: „შემოხაზე 41, თორემ ჯარში წაგიყვანთ!“ ჯარის გასაძლიერებლად კი არ ხდება, არამედ ჯარით ახალგაზრდების დაშინებით, რომ არჩევნებზე მივიდნენ და 41 შემოხაზონ“, - განაცხადა ხვიჩიამ აქციაზე.

მისივე თქმით, ამ კანონთან დაკავშირებით „გირჩი“ ყველაფერს გააკეთებს როგორც პარლამენტის შიგნით, ისე, საკანონმდებლო ორგანოს გარეთაც.

აქციის ორგანიზატორები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "თავდაცვის კოდექსის" პროექტის შესახებ პეტიციას შეიტანენ და მოითხოვენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მას ვეტო დაადოს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს