ვახტანგ მეგრელიშვილი - წარმოვიდგინოთ, რომ რუსები შემოდიან, თუ არ გინდა რუსეთის ქვეშ ცხოვრობდე, უნდა გავიქცეთ ხომ? - არ უნდა იყოს ამაზე მსჯელობა?!

წარმოვიდგინოთ, რომ რუსები შემოდიან. თუ არ გინდა რუსეთის ქვეშ ცხოვრობდე, უნდა გავიქცეთ ხომ? ეს ხომ უნდა დავგეგმოთ? არ უნდა იყოს ამაზე მსჯელობა?! - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კოდექსი „თავიდან ბოლომდე სიბრიყვეა“ და იმის მაჩვენებელია, რომ პარლამენტში კანონშემოქმედებით პროცესი არის პროფანაცია.

„მთავარი პრობლემა არის, რომ ეს არ არის თავდაცვის კოდექსი. საერთოდ თავდაცვაზე არ არის. ანუ, როგორ შეიძლება შენ რამეს დაარქვა თავდაცვის კოდექსი, თუ არ იცი მოწინააღმდეგე ვინ გყავს?!“ - განაცხადა მეგრელიშვილმა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, საქართველოში რუსული აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, ქართული მხარის ქმედებებზე მსჯელობა უნდა იყოს.

„წარმოიდგინეთ, რუსეთი გვესხმის. მოდით, უკრაინის მაგალითზე წარმოვიდგინოთ რუსული აგრესია. რუსები გვესვრიან რაკეტებს. თვითონ „ქართული ოცნებისგან“ გვესმის, რომ ჩვენ შეგვიძლია, 2 კვირა გავაჩეროთ, რომ თბილისში არ შემოგრიხინდნენო. ვთქვათ, მართლა წარმატებით ასრულებს ეს ჯარი ამოცანას. მილიონ-ნახევარი ადამიანია თბილისში და ამ პერიოდის განმავლობაში რას ვშვრებით? ჯერ ამ ორ კვირის განმავლობაში მინიმუმ ბომბისგან თავს იცავს სადღაც. ეს ხომ უნდა ვქნათ?! მერე სადღაც ხომ უნდა გავიქცეთ? ანუ სადღაც, ხომ უნდა წავიდეთ? ან უნდა დავნებდეთ ხომ? თუ დასანებებლად გვამზადებენ, ეს საერთოდ სიგიჟე მგონია, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ, მართლა რუსები მოდიან, თუ არ გვინდა ამ რუსების ქვეშ ცხოვრება, სადღაც უნდა გავიქცეთ ხომ? თუ გვეუბნები, რომ რუსები შემოდიან და შენ თუ არ გინდა რუსეთის ქვეშ ცხოვრობდე, უნდა გავიქცეთ ხომ? ეს ხომ უნდა დავგეგმოთ? გავიქცეთ თურქეთში, აზერბაიჯანში, სადღაც... არ უნდა იყოს ამაზე მსჯელობა?“ - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება