საქართველოს დელეგაცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 64-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ხელმძღვანელობს, WIPO-ს გენერალური ასამბლეის 64-ე სესიას ესწრება.

„საქპატენტის“ ინფორმაციით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) წლევანდელ სესიაზე ასამბლეის დელეგატები განვლილი წლის საქმიანობის შედეგებს შეაჯამებენ, სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ამოცანებზე იმსჯელებენ და იმ მთავარ მიმართულებებსა და პრიორიტეტებს განიხილავენ, რომლებიც WIPO-ს წევრი სახელმწიფოების ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკას განსაზღვრავს.

მათივე ცნობით, ასამბლეა მისასალმებელი სიტყვით WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა გახსნა.

„ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, რომელმაც თავის გამოსვლაში საქპატენტისა და WIPO თანამშრომლობის შედეგებზე ისაუბრა, საქპატენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 14-16 ივნისს, თბილისში, ერთობლივი ძალისხმევით გამართულ გეოგრაფიული აღნიშვნების მსოფლიო სიმპოზიუმზე. ასევე, ხაზი გაუსვა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების გაუმჯობესების მნიშვნელობას.

WIPO-ს გენერალური ასამბლეა 15 ივლისამდე გაგრძელდება და მონაწილეები მოისმენენ ანგარიშებს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა, ასევე პატენტების, სასაქონლო ნიშნების, სამრეწველო ნიმუშებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მუდმივმოქმედი კომიტეტების საქმიანობის შესახებ, გარდა ამისა, მოხსენებით წარდგება ინტელექტუალური საკუთრებისა და გენეტიკური რესურსების, ტრადიციული ცოდნისა და ფოლკლორის მთავრობათაშორისი კომიტეტი, აღსრულების მრჩეველთა კომიტეტი და სხვ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე, ინფორმაციის თანახმად, საქპატენტის ხელმძღვანელი შეხვდება WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს ვანგ ბინინგს, WIPO-ს გარდამავალი და განვითარებული ქვეყნების განყოფილების დირექტორს ჰაბიპ ასანს.

„ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილია სოსო გიორგაძის ოფიციალური შეხვედრა WIPO-ს გენერალურ დირექტორთან დარენ ტანგთან. საქპატენტის ხელმძღვანელი ასევე შეხვდება WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს ვანგ ბინინგს, WIPO-ს გარდამავალი და განვითარებული ქვეყნების განყოფილების დირექტორს ჰაბიპ ასანს. გარდა ამისა, საქპატენტის თავმჯდომარე საქმიან შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების უწყების თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, მათ შორის, ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან, საერთაშორისო სასაქონლო ნიშნების ასოციაციის (INTA) აღმასრულებელ დირექტორთან ეტიენ სანს დე აჩედოსთან. სოსო გიორგაძე შეხვდება თურქეთის საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისის (TURKPATENT) პრეზიდენტს ჯემილ ბაშპინარს, ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს აზამატ ესკარაევს, შეხვდება ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსს ჟანგ ლინგს. გარდა ამისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გაიმართება EUIPO-ს წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ინტელექტუალური საკუთრების უწყებების ხელმძღვანელებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო