საქართველოს პრეზიდენტი პლეიადით - ფრანკოფონიისა და კულტურებს შორის დიალოგის ორდენით დაჯილდოვდა

საქართველოს პრეზიდენტს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა, ფრანკოფონიის იდეალების მსახურებაში გამორჩეული ღვაწლისათვის გადასცა ნიუ-იორკში 1976 წელს დაწესებული ჯილდო, რომელიც ფრანკოფონიის მიმართულებით ერთადერთ საერთაშორისო ჯილდოს წარმოადგენს.

ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანცის დრუენმა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხდა.

„თქვენ არასდროს შეგიწყვეტიათ ორ კუტლურას, საქართველოსა და საფრანგეთს შორის კავშირების გაბმა. თქვენ სამაგალითო როლს ასრულებთ დასავლეთთან პარტნიორობის კუთხით. თქვენი ქმედებებით უდიდესი წვლილი შეიტანეთ საქართველოში მყარი ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და მტკიცე დემოკრატიის შექმნაში.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება ამ განვითარებას, თქვენი ქვეყანა მრავალი გამოწვევეის წინაშე დგას, მაგრამ თქვენ ინარჩუნებთ ქვეყნის ერთობას, დესტაბილიზაციის მცდელობების მიუხედავად.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას იმ აუცილებელ პოლიტიკურ რეფორმებში, რომელშიც თქვენ ჩაერთეთ თქვენი პრეზიდენტად არჩევის დღიდან“, - განაცხადა ფრანცის დრუენმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჯილდოსათვის ასამბლეას მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას. ეს ჩემთვის პატივია და ეს სწორედ კულტურათა შორის დიალოგს წარმოადგენს, რისკენაც ჩვენ ყველანი ვისწრაფვით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს