„თბილისი ენერჯი“ - ავარიის  ლიკვიდაციის გამო, საბურთალოს რაიონში გაზის მიწოდება 5000 აბონენტს დროებით შეუწყდა

ავარიის ლიკვიდაციის გამო საბურთალოს რაიონში გაზის მიწოდება 5000 აბონენტს დროებით შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, საბურთალოს რ-ნი – ასათიანის ქუჩის და ვაჟა-ფშაველას გამზირის კვეთაზე, საშ/წნევის ფოლადის მიწისქვეშა გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდა საირმის გორის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, საირმის გორა 16-ში მდებარე ამხანაგობა “საირმე 2001”-სა და ტურელიტ გრუპის საცხოვრებელ კორპუსს, კახა შევარდენიძის, გივი კარტოზიას ქ. 6, 8, 10-ში მდებარე შპს ,,ემკვადრატი იპოდრომთან”, გივი კარტოზიას ქ. 12-ში მდებარე შპს ,,ტერასა იპოდრომის”, თამარაშვილის ქ. 13-ის ტერიტორიაზე (გივი კარტოზიას ქ. 8)მდებარე შპს ,,მ2”-ის საცხოვრებელი კორპუსების, ყაზბეგის გამზ. 18, 20, ასევე ყაზბეგის გამზ. 25-ში მდებარე შპს ,,მ2 ყაზბეგზე”, ასათიანის #10ა-ში შ.პ.ს “,,BD PROPERTY”-ს”, საბურთალოს 57კ, 59კ, 61კ, 63კ, 65კ, 67კ, ზაქარიაძის, ასათიანის, ვაჟა ფშაველას გამზ. 22-ში მდებარე შპს ,,ანი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ვაჟა-ფშაველას გამზ. 37, 39, ვ.ფშაველას ჩიხსა და შესახვევში მდებარე კორპუსების, შალვა ნუცუბიძის ქ. 2-დან 52-ის ჩათვლით, 1-დან 57-ის ჩათვლით, შ. ნუცუბიძის ქ. 26ა, 26დ-2, 26დ-3, დელისის 2-ის მიმდებარედ (ზალდასტანიშვილების ქ. 16), დელისი-3 (ზალდასტანიშვილების ქ. 3), დელისის ქ. 9-7 (ზალდასტანიშვილების ქ. 29), დელისის ქუჩის დასაწყისს, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ საზკვების და კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს, სასტუმრო ,,ბათესტა”-ს, შპს ,,ავერსის კლინიკა”-ს, სსიპ ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს’’, შპს ,,ტაკედა ოსტევროპა ჰოლდინგ გმბჰ-ს წარმომადგენლობას საქართველოში, ასათიანის ქუჩაზე – დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ვაჟა-ფშაველას გამზ. 22-ში მდებარე შპს ,,სილქ გასტრონომს”, სამედიცინო უნივერსიტეტს, ვაჟა ფშაველას გამზ. 41-ში განთავსებულ მცირე კომერციულ ობიექტებს და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„თბილისი ენერჯის“ განმარტებით, გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება 7 ივლისს 10:00 სთ-დან და დასრულდება 21:00 სთ-მდე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა