მართლმადიდებლები წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავენ

რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტო იოანე ნათლისმცემლის შობას ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს.
სააგენტოს ცნობით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედის, იოანე ნათლისმცემლის შობას დღესასწაულობს.

























