შიიტი მუსლიმები ღადირ ხუმს დღესასწაულობენ

შიიტი მუსლიმები დღეს ღადირ ხუმის დღესასწაულს აღნიშნავენ, როცა იმამ ალი, ღმერთის ბრძანებით და წინასწარმეტყველ მუჰამადის მეშვეობით, იმამად (ლიდერად, მემკვიდრედ) აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სწორედ ამ დღეს, გადასახლების მეათე წელს, წინასწარმეტყველმა მუჰამადმა, ალაჰის ბრძანებით, იმამი ალი იბნ აბუ ტალიბი თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. ეს მოხდა ღადირ ხუმის ოაზისში (ადგილი მექასა და მედინას შორის).

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს შიიტურ თემს დღესასწაულს, სიკეთეს და საყოველთაო მშვიდობას უსურვებს მათ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025