მერაბ ტურავამ და გიორგი კვერენჩხილაძემ ბაქოში, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

2023 წლის 3-5 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს მიწვევით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ და მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ, ქ. ბაქოში, მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კონფერენციის თემას წარმოადგენდა: „კანონმდებლობის გაუმჯობესება კონსტიტუციური ნორმების გამოყენების მეშვეობით“.

„ღონისძიებას ესწრებოდნენ უცხო ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეები. აგრეთვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მაღალი თანამდებობის პირები. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ: თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, სერბეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის