„ნაციონალური მოძრაობა“ პროკურატურისგან იმ პირების წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვს, ვინც 7-8 მარტის აქციებისას, ასევე, კახეთსა და კასპში მომხდარი ინციდენტებისას მათი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე იძალადეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, აუცილებელია იმ პირების წინააღმდეგ საქმის აღძვრა, ვინც 7-8 მარტის აქციებისას, ასევე, კახეთსა და კასპში მომხდარი ინციდენტებისას მათი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე იძალადეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.

მისი თქმით, სანამ „ქართული ოცნების“ „ზონდერები“ საქართველოს მოქალაქეებზე ხელს აწევენ, უნდა დაფიქრდნენ, რომ სამართლიანობა ყველას მიაკითხავს“.

„პროკურატურასთან ვდგავარ იმ დაზარალებულებთან ერთად, რომელზედაც „ქართული ოცნების“ „ზონდერებმა“ იძალადეს. საქართველოს გენერალურმა პროკურორი კი მათ მფარველობს, რადგან არც ერთ მათგანს ბრალს არ უყენებს. კარგად ვიცით, 7-8 მარტს ხალხზე როგორ ძალადობდნენ. ამის შემდეგ, ვნახეთ როგორ იძალადეს მათ სტუდენტებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე. ბრალი არც ერთ მათგანს წაუყენეს. აქედან გამომდინარე, მათ საქართველოში პირველი ბრალმდებელი, ირაკლი შოთაძე მფარველობს. ვნახეთ, როგორ იძალადეს ჟურნალისტებზე, კასპში ენმ-ს წევრებზე და მოქალაქეებზე, გუშინ, კახეთში - პენსიონერებზე, ჩვენს ბებია-ბაბუებს დაუშინეს ქვები, მაგრამ დღეს რას ვხედავთ, ირაკლი შოთაძე, რომელიც თავის სკამშია მოკალათებული, ერთხელაც კი არ გამოსულა და არ დაუგმია აღნიშნული საქციელი, არ უთქვამს, რომ ჩვენ ყველა მოძალადეს დავაკავებთ და ბრალს წავუყენებთ. მოვუწოდებ მას, ის საქართველოს გენერალური პროკურორია და ნუ გადაიქცა საქართველოს მთავარ კრიმინალად. ასევე ყველა ადამიანს, „ქართული ოცნებიდან“, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობს, ვეტყვი, რომ მათ დანაშაულს არც ერთი დღე არ აქვს ხანდაზმულობა, არც ორი და არც რამდენიმე წელი. სანამ ხელს აწევენ საქართველოს მოქალაქეებზე, კარგად დაფიქრდნენ, რადგან კანონი და სამართლიანობა ყველას მოაკითხავს“,- განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას