ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გაეროს Sustainable Development Solutions Network-ის წევრი გახდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გაეროს Sustainable Development Solutions Network-ის (SDSN) წევრი გახდა.

ეს გახლავთ გაეროს გლობალური ქსელი, რომლის მიზანიცაა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) და კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად გლობალური თანამშრომლობის ხელშეწყობა განათლების, ტექნოლოგიების, კვლევის, პოლიტიკის ანალიზის გზით.

ინსტიტუციური წევრობის ფარგლებში BTU-ს შესაძლებლობა ექნება ქსელის წევრებთან ერთად მხარი დაუჭიროს მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზებას და მობილიზებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მჭიდროდ ითანამშრომლოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, ჩაერთოს სხვადასხვა ინიციატივებში მსოფლიოს წამყვანი მდგრადი განვითარების ექსპერტებთან თანამშრომლობით და განახორციელოს ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტები, ღონისძიებები და აქტივობები.

გაეროს Sustainable Development Solutions Network (SDSN) 2012 წელს დაარსდა და ამჟამად 146 ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც ახლახანს SDSN-ს წევრი გახდა, აქტიურად მუშაობს მდგრადობის მიმართულებით. უნივერსიტეტში რამდენიმე თვის წინ მდგრადობის ლაბიც გაიხსნა. ლაბის მიერ საქართველოში პირველი, მდგრადობის სასწავლო მოდული შემუშავდა.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო