ვასო ურუშაძე - სუს-ის ანგარიშიც ადასტურებს იმ მძიმე რეალობას, რომელიც საქართველოში ანტიკორუფციულ პოლიტიკას ეხება

სუს-ის ანგარიშში არაფერია ნათქვამი ბიზნესის მექრთამეობის და კორუფციის რისკის ინდექსზე, სადაც საქართველო რეიტინგში მე-11 ადგილიდან 33-დე ჩამოქვეითდა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ანგარიშიც ადასტურებს იმ მძიმე რეალობას, რომელიც საქართველოში ანტიკორუფციულ პოლიტიკას ეხება.

„დღეს საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების, სუს-ის 2022 წლის ანგარიშს განიხილავენ. სუს-ის ანგარიშში ერთ-ერთი თავი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება.

თავად ანგარიშიც ადასტურებს იმ მძიმე რეალობას, რომელიც საქართველოში ანტიკორუფციულ პოლიტიკას ეხება. ქვეყანა, რომელიც კორუფციის ჭაობშია ჩაფლული, არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული.

ანგარიშში საუბარია საქართველოს პოზიციონირებაზე საერთაშორისო რეიტინგებში და გამოყენებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსი (GPI), 2022 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 41-ე ადგილზე დაწინაურდა.

„კორუფციის აღქმის ინდექსი“ განისაზღვრება ქრთამის აღებ-მიცემობის მასშტაბებით, რომლის აღკვეთაც წინა ხელისუფლების დროს გატარებულმა რეფორმებმა განაპირობა, რასაც სტატისტიკური მაჩვენებლებიც ადასტურებს: 2006-2013 წლებში საქართველო რეიტინგში 44 საფეხურით დაწინაურდა, რაც სახელმწიფოსთვის დიდ გარღვევას წარმოადგენდა.

სუს-ის ანგარიშში არაფერია ნათქვამი „ბიზნესის მექრთამეობის (კორუფციის) რისკის ინდექსზე, ანუ როგორ აფასებს კორუფციის დონეს ქვეყანაში ბიზნესი, სადაც საქართველოს პოზიციონირება 2014-2022 წლებში 3-ჯერ გაუარესდა და მე-11 ადგილიდან 33-დე ჩამოვქვეითდით.

მექრთამეობის (კორუფციის) მატრიცა წარმოადგენს - მსოფლიოს ქვეყნებში ბიზნესთან დაკავშირებული მექრთამეობის რისკების შემფასებელ ინდექსს.

ბიზნესის კორუფციის რისკის მატრიცა შეისწავლის -კორუფციის ბუნებას შემდეგი ოთხი მიმართულებით:

საქმიანი ურთიერთქმედება ხელისუფლებასთან - ხელისუფლებისთვის ქრთამის გადახდის მოლოდინი და რეგულირების ტვირთი. ამ კომპონენტში საქართველოს მდგომარეობა 2022 წელს 2014 წელთან შედარებით 13 ქულით გაუარესდა;

კორუფციული რისკების აღკვეთა - გულისხმობს ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებას და საზოგადოების დამოკიდებულებას კორუფციის მიმართ. ამ მიმართულებით, საქართველოს მდგომარეობა 2022 წელს ბოლო წლებთან შედარებით, მდგომარეობა ყველაზე გაუარესებულია, 2014 წელთან შედარებით 2022 წელს გაუარესებამ შეადგინა 17 ქულა;

მთავრობისა და საჯარო სამსახურის გამჭვირვალობა - ამ მიმართულებაში მოაზრება ხელისუფლების მმართველობითი ფუნქციების ღიაობის ხარისხი, სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობა და სიჯანსაღე. 2022 წელს ბოლო წლებთან შედარებით, მდგომარეობა ყველაზე გაუარესებულია, 2014 წელთან შედარებით 2022 წელს გაუარესებამ შეადგინა 15 ქულა;

სამოქალაქო საზოგადოების ზედამხედველობა, მედიის როლის ჩათვლით - მოიაზრებს მედიის ხარისხს და მის თავისუფლებას ისევე, საზოგადოების ჩართულობას. 2022 წელს ბოლო წლებთან შედარებით, მდგომარეობა გამოსწორებულია, 2014 წელთან შედარებით 2022 წელს წინსვლამ შეადგინა 9 ქულა;

ბიზნესის მექრთამეობის (კორუფციის) ინდექსი თვალსაჩინოდ ადასტურებს იმ რეალობას, რომელიც საქართველოში ელიტური კორუფციის ნაწილშია“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო