ხატია დეკანოიძე - სუს-ის ანგარიშში ნახსენებია, რომ „ჰიბრიდული ომის“ პირობებში ვიღაცას სურდა გარკვეულ პროცესებში საქართველოს ჩართვა - მნიშვნელოვანია დაკონკრეტება, რადგან „ქართული ოცნება“ საუბრობს „გლობალური ომის პარტიაზე“

სუს-ის ანგარიშში ნახსენებია, რომ „ჰიბრიდული ომის“ პირობებში ვიღაცას სურდა გარკვეულ პროცესებში საქართველოს ჩართვა. მნიშვნელოვანია დაკონკრეტება, რადგან „ქართული ოცნება“ საუბრობს „გლობალური ომის პარტიაზე“, სადაც მათი მოსაზრებით ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები არიან გაერთიანებული, - ამის შესახებ პოლიტიკურ ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე, სადაც ანგარიშს განიხილავენ, მისი კითხვები ეხებოდა მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას, რომელშიც „ფორმულას ინფორმაციით“, ერთ-ერთი ფიგურანტი პირი სუს-ის თანამშრომელია, ასევე ოკუპაციიდან გამომდინარე არსებულ პრობლემებს და ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს, რომელიც მისივე შეფასებით, კვლავ მძიმე გამოწვევად რჩება.

„ვინაიდან სხდომა არის დახურული, მე შემიძლია გითხრათ, მე რა კითხვები მაქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. მე რაც დავუსვი, პირველი კითხვა ეხებოდა „ფორმულას“ ჩატარებულ გამოძიებას, რომლის თანახმად, მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელთა შორის ერთ- ერთი მუშაობს სუს-ში და მაინტერესებდა, არსებობს თუ არა რაიმე შიდა მოკვლევა, რაც მოგვცემს კითხვებზე პასუხს. მეორე კითხვა ეხებოდა ოკუპაციას, ეს არის ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელების დასჯა და მაინტერესებდა, რა ტარდება იმ პირობებით, რომ გამოვლენილი იყოს რუსეთის ჯაშუშური ქსელი, თუ არსებობს და თუ არ არსებობს, როგორ მოხდა, რომ გრუ და „ეფ-ეს-ბე“ საერთოდ არაფერს აკეთებს საქართველოში, რა ხდება ოკუპაციის საფრთხეებიდან გამომდინარე. ასევე, ჩემი ერთ- ერთი ინტერესი იყო ფარული თვალთვალი და მიყურადება. როცა გავრცელდა სუს-ის კრებსები, ჩემი საუბარი პარტნიორ საელჩოს წარმომადგენლებთან იყო ასახული და ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მე მქონდა, ესეც დაინტერესების საგანი გახდა სუს-ში. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არსებობდა კონკრეტული დასკვნა, რომ ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს ძალიან ზედაპირულად და იცით, რომ არის ჩანაწერები სასულიერო პირების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების. მაინტერესებდა, რა გაკეთდა, როგორ მიდის გამოძიება და რატომ ხდება, რომ ფარული თვალთვალი და მიყურადება კვლავ რჩება ერთ-ერთ მძიმე პრობლემად საქართველოს დემოკრატიისთვის.

ანგარიშში ნახსენებია, რომ „ჰიბრიდული ომის“ პირობებში ვიღაცას სურდა გარკვეულ პროცესებში საქართველოს ჩართვა. მე ეს შეკითხვაც მქონდა, რადგან „ქართული ოცნების“ მიერ აქტიურად გამოიყენება „გლობალური ომის პარტიის“ თემა და ეს მათი მოსაზრებით არის გაერთიანება, სადაც არიან ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორები და (როცა საუბარია) თითქოს ვინმეს სურდა საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა, უფრო დაკონკრეტება ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა დეკანოიძემ.

ინფორმაციისთვის, სუს- ის ანგარიშს თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განხილავენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო