კომპანია „რუსთავის წყალი“ ზონირების პროექტის სამუშაოებს დღეს ჩაატარებს

კომპანია „რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ზონირების პროექტის მეორე ფაზას დღეს, 7 ივლისს დაიწყებს.

კომპანია „რუსთავის წყლის”ინფორმაციით,პროექტი წყლის მარაგების ეფექტურ მართვასა და ქსელზე დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებისა და დროის შემცირებას ემსახურება.

ქალაქ რუსთავის ზონირების ფარგლებში კომპანია “რუსთავის წყალი” ჯამში 32 ახალ, ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულს დაამონტაჟებს.

„დღეს, 7 ივლისს, სამუშაოების პირველ ეტაპზე, მარის არხის დასახლებაში, დონეცკელ მეტალურგების, ფიროსმანისა და გაგარინის ქუჩებზე ჯამში 10 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 7 ივლისს, საღამოს 20:00 საათიდან, 8 ივლისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მარის არხის დასახლებას, 1-ელი მაისის, არაყიშვილის, ასლანიკაშვილის, ბათუმის, ბალანჩივაძის, ბარათაშვილის, ბოსტანქალაქის, გაგარინის, ნიკოლაძის, გომელაურის, დავით გარეჯის, დონეცკ მეტალურგების, დუმბაძის, გოგებაშვილის, კომუნალების, კონსტიტუციის, მაიაკოვსკის, კოსტავას, მშვიდობის, მშენებელთა, ნიკოლაძის, ოსტროვსკის, რუსთაველის, სააკაძის, სამედიცინოს, სარაჯიშვილის, სპორტის, სუნგაით მეტალურგების, ფანცულაიას, ფიროსმანის, ქაშაკაშვილის, წერეთლის, წმინდა ნინოს, ჭავჭავაძის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

კომპანია „რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი” აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და „ფეისბუქის“ საშუალებით“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება