სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე-ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

„წინასწარი დეკლარირების ფარგლებში, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით, კომპანიის მიერ, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, სატვირთო ავტომობილით შემოტანილი იქნა სხვადასხვა დასახელების ინვენტარი. აღნიშნული ავტომობილის მისაბმელის დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა ლუქის მთლიანობის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ეჭვის საფუძველზე განხორციელდა ტვირთის დეტალური დათვალიერება, რის შედეგადაც აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული სიგარეტი, ჯამში 10400 ღერი და სხვადასხვა დასახელების 77.8 კილოგრამი (საერთო საბაჟო ღირებულება: 31 368 ლარი) მედიკამენტი.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო