GITA-მ ევროკავშირის მხარდაჭერით, IT ეკოსისტემის განვითარების პროექტი - Do IT with the EU წარადგინა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ევროკავშირს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, მხარეებმა წარადგინეს IT ეკოსისტემის განვითარების გეგმა - Do IT with the EU. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. უწყების თანახმად, პროექტის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს 1300-ზე მეტი მოქალაქე მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში გადამზადდება, როგორებიცაა: პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, დიზაინი, და სხვა.

„პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში IT სექტორის ტრანსფორმაციას მსოფლიო დონის სტანდარტების ინტეგრირებით, უნარების განვითარების ხელშეწყობითა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების განსაკუთრებული შესაძლებლობების შექმნის გზით. აგრეთვე, დიდი აქცენტი გაკეთდება ქალთა გაძლიერებაზე ტექ ინდუსტრიაში.

“IT ეკოსისტემის განვითარების პროექტი საქართველოს IT სექტორის მომავლისკენ ტრანსფორმაციულ ნახტომს წარმოადგენს. პროგრამა წაახალისებს სამუშაო ადგილების შექმნას ინოვატორებისა და მეწარმეებისთვის საერთაშორისო IT კომპანიებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობის მიცემის გზით, რაც, საბოლოოდ, რეგიონში საქართველოს კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს,” - განაცხადა ევროკავშირის თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა.

პროექტი ორი ნაწილისაგან შედგება. ერთი ჯიტას წარმატებული პროექტის - 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის გაგრძელებაა, მეორე კი, სპეციალურად ამ პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

“ეს ახალი პარტნიორობა ცნობილი კომპანიების შემოსვლას ქართულ ბაზარზე არა მხოლოდ სტიმულს აძლევს, არამედ ადგილობრივი IT სპეციალისტებისთვის ეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებისა და საერთაშორისო პროექტებში წვლილის შეტანის შესაძლებლობაა,” - განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ.

“Do IT with the EU” პროგრამა სექტემბერში დაიწყება, რომლის ფარგლებშიც 1300-ზე მეტ ადამიანს საშუალება მიეცემა, მოიპოვოს საერთაშორისო სერტიფიკატი და გახდეს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ტექ ბაზარზე”,- აღნიშნულია ინფორმაცია.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

GITA-მ ევროკავშირის მხარდაჭერით, IT ეკოსისტემის განვითარების პროექტი - Do IT with the EU წარადგინა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ევროკავშირს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, მხარეებმა წარადგინეს IT ეკოსისტემის განვითარების გეგმა - Do IT with the EU. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. უწყების თანახმად, პროექტის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში, ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს 1300-ზე მეტი მოქალაქე მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში გადამზადდება, როგორებიცაა: პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, დიზაინი, და სხვა.

„პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში IT სექტორის ტრანსფორმაციას მსოფლიო დონის სტანდარტების ინტეგრირებით, უნარების განვითარების ხელშეწყობითა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების განსაკუთრებული შესაძლებლობების შექმნის გზით. აგრეთვე, დიდი აქცენტი გაკეთდება ქალთა გაძლიერებაზე ტექ ინდუსტრიაში.

“IT ეკოსისტემის განვითარების პროექტი საქართველოს IT სექტორის მომავლისკენ ტრანსფორმაციულ ნახტომს წარმოადგენს. პროგრამა წაახალისებს სამუშაო ადგილების შექმნას ინოვატორებისა და მეწარმეებისთვის საერთაშორისო IT კომპანიებთან ერთად მუშაობის შესაძლებლობის მიცემის გზით, რაც, საბოლოოდ, რეგიონში საქართველოს კონკურენტუნარიანობას გააძლიერებს,” - განაცხადა ევროკავშირის თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა.

პროექტი ორი ნაწილისაგან შედგება. ერთი ჯიტას წარმატებული პროექტის - 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამის გაგრძელებაა, მეორე კი, სპეციალურად ამ პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

“ეს ახალი პარტნიორობა ცნობილი კომპანიების შემოსვლას ქართულ ბაზარზე არა მხოლოდ სტიმულს აძლევს, არამედ ადგილობრივი IT სპეციალისტებისთვის ეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებისა და საერთაშორისო პროექტებში წვლილის შეტანის შესაძლებლობაა,” - განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ.

“Do IT with the EU” პროგრამა სექტემბერში დაიწყება, რომლის ფარგლებშიც 1300-ზე მეტ ადამიანს საშუალება მიეცემა, მოიპოვოს საერთაშორისო სერტიფიკატი და გახდეს კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ტექ ბაზარზე”,- აღნიშნულია ინფორმაცია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია