„თბილსერვის ჯგუფმა“ გლდანის რაიონში დასუფთავების აქცია ჩაატარა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ქერჩის ქუჩა N22, N24, N26-ის მიმდებარე ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენი გაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დასუფთავების ღონისძიებაში ჩართული იყო სპეცტექნიკა. „სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, დავით ფაჩულია და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, ბესიკ კალაძე ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად გაეცნენ.

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის კორპუსების მიმდებარედ დანაგვიანებული ტერიტორია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მოსახლეობის თხოვნითა და გლდანის გამგეობის ჩართულობით, დავგეგმეთ აქცია. ტერიტორია სრულად დასუფთავდა და გაიწმინდა. სამწუხაროდ, მოქალაქეების ნაწილი საყოფაცხოვრებო ნარჩენსაც არ ათავსებდა ახლომდებარე ურნებში, ამ ადგილას აგროვებდნენ სამშენებლო ნარჩენთან ერთად და იყო ანტისანიტარია. ამ მისამართზე კიდევ დავამატებთ ახალ კონტეინერებს და მომავალში გაკონტროლდება, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

რაც შეეხება სამშენებლო ნარჩენს, „თბილსერვის ჯგუფის“ პოლიგონზე კანონიერად განთავსების შესახებ მოქალაქეებს სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ კომპანიის ცხელ ხაზზე - 2 61 90 50“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა