საქართველო გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საბჭოს წევრი ქვეყანა გახდა

საქართველო, 2 წლის ვადით (2023 წლის 7 ივლისიდან - 2025 წლის 30 ივნისამდე), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭოს წევრად აირჩიეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება FAO-ს 43-ე კონფერენციის ფარგლებში მიიღეს.

მათი ინფორმაციით, კონფერენცია რომში, 2023 წლის 1-7 ივლისს გაიმართა.

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭო შედგება ორგანიზაციის წევრი 49 სახელმწიფოსგან, რომელთა არჩევაც ორ წელიწადში ერთხელ, ორგანიზაციის კონფერენციის ფარგლებში ხდება.

აღსანიშნავია, რომ საბჭო, კონფერენციის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს აღმასრულებელ ორგანოს. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროსთან, ასევე, ორგანიზაციის სამუშაო პროგრამასთან, ბიუჯეტთან, ადმინისტრაციულ და ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული საკითხები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი