საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდნენ

განათლების ყველა საფეხურზე კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები იყო საქართველოს ბიზნესასოციაციისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის შეხვედრის მთავარი საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, განათლების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, განათლების ყველა საფეხურზე კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ინფორმაციის თანახმად, საუბარი, ასევე, შეეხო შრომით ბაზარზე შექმნილ სირთულეებსა და კვალიფიციური კადრების დეფიციტის საკითხებს, რომელიც რეგულარულად სახელდება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის ბიზნესის ხელისშემშლელ ფაქტორებში. აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების თანახმად, პროფესიული კადრების დეფიციტი ბოლო სამი კვარტლის მიხედვით ნომერ პირველი გამოწვევაა.

„საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს განათლებისა და კვალიფიკაციის ნაკლებობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის აქტიური პარტნიორობა სახელმწიფოსთან, რადგანაც მოთხოვნადი კვალიფიკაციების გამოკვეთა და შესაბამისი კადრების მომზადება მხოლოდ სახელმწიფოსა და ბიზნესის სწორი კომუნიკაციით შეიძლება განხორციელდეს“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

მათივე ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს მინისტრისთვის საკუთარი იდეების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. ინოვაციური მექანიზმების შემუშავებისა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, მხარეებმა სამომავლო გეგმები დასახეს.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა