რაჟდენ კუპრაშვილი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს დ ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს უფროსს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს უფროსს სარა რუპერტსა და სამართალდამცავი პროგრამის კოორდინატორს თამარ ნასარიძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის მნიშვნელობასა და მთავარ მიმართულებებზე.

„შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი ბიუროს სტრუქტურისა და მანდატის განხილვას დაეთმო.

საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საგანმანათლებლო ცენტრის მიზნებს, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბიუროს მომავალი თანამშრომლების სათანადო მომზადებაში. ასევე, ცენტრი აქტიურად განახორციელებს ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს საზოგადოებაში.

რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისგან და ექსპერტებისგან მიღებული კვალიფიციური რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ანტიკორუფციული ბიუროს პრაქტიკულ საქმიანობას.

შეხვედრას ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე, თამთა კაჭკაჭიშვილი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე, ანა კალანდაძე; ანტიკორუფციული ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსი, ნინი მაღლაკელიძე ესწრებოდნენ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა